შედეგები ფოტოები
01/ოქტომბერი

Tbilisimarathon

2023
ღონისძიების შესახებ

გასარბენი მანძილი

0.5კმ
ბავშვთა გარბენი
1.2კმ
ბავშვთა გარბენი
10კმ
10კმ გარბენი
21კმ
ნახევარმარათონი

ნახევარმარათონი

ნახევარმარათონი (21,097 კმ) სრულად შეესაბამება AIMS ის სტანდარტებს და მოიცავს ორ წრეს.

ორგანიზატორი უზრუნველყოფს დროის აღრიცხვას და სპეციალური მედალს მათთვის, ვინც ფინიშის ხაზს გადაკვეთს. ფინიშერთა სია და პერსონალური სერთიფიკატი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებგვერდზე. გარბენი დაიწყება 08:00 საათზე. თბილისიმარათონი 

გარბენის დასრულების შემდეგ გაიმართება Pasta Party და დაჯილდოვების ცერემონია.

მნიშვნელოვანია!: თქვენ უნდა გაირბინოთ ის გარბენი, რომელზეც ხართ დარეგისტრირებული. მორბენლებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან ნახევარ მარათონზე და არ დაასრულებენ დისტანციას არ ჩაეთვლებათ შედეგი. 

მნიშვნელოვანია!: 
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვსურს გაგიზიაროთ და გთხოვოთ ყურადღებით გაეცნოთ.

წლევანდელი თბილისიმარათონისათვის სამზადისი დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით იმის რისკი, რომ პანდემიის მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში ღონისძიება არ შედგეს რა თქმა უნდა მაინც არსებობს. სწორედ ამიტომ, სრული გამჭვირვალობისთვის, გვინდა წინასწარ მოგაწოდოთ ინფორმაცია და გთხოვოთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თბილისიმარათონის გაუქმების შემთხვევაში რეგისტრაციის თანხის დაბრუნება არ მოხდება და შემოსული თანხა ავტომატურად სრულად გადაეცემა ბენეფიციარს.

ბავშვთა გარბენი

500 მ. გარბენი 6-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის.

1.2 კმ. გარბენი 11-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის.

თითო კატეგორიაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 250-მდე.

საასპარეზო ნომრების აღება შესაძლებელი იქნება 23 და 24 სექტემბერს დიდი საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) წინ მოწყობილ თბილისიმარათონის სარეგისტრაციო პუნქტში 10:00-დან 21:00 საათამდე. გარბენი დაიწყება 08:30 საათზე. სერთიფიკატი და დროის აღრიცხვა არ იქნება უზრუნელყოფილი. ყველა მონაწილე, რომელიც გადაკვეთს ფინიშის ხაზს, მიიღებს სპეციალურ მედალს. ფინიშის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის მოწყობილი იქნება სპეციალური გასართობი კუთხე. 

10კმ გარბენი

ორგანიზატორი უზრუნველყოფს დროის აღრიცხვას და სპეციალური მედალს მათთვის, ვინც ფინიშის ხაზს გადაკვეთს. ფინიშერთა სია და პერსონალური სერთიფიკატი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებგვერდზე. გარბენი დაიწყება 08:00 საათზე. თბილისიმარათონი

გარბენის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია

მნიშვნელოვანია!: თქვენ უნდა გაირბინოთ ის გარბენი რომელზეც ხართ დარეგისტრირებული, მორბენლები რომლებიც დარეგისტრირდებიან 10კმ-ზე და მსვლელობისას გადაწყვეტენ ნახევარმარათონის გარბენას არ ჩაეთვლებათ ნახევარმარათონის შედეგი.

მნიშვნელოვანია!: 
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვსურს გაგიზიაროთ და გთხოვოთ ყურადღებით გაეცნოთ.

წლევანდელი თბილისიმარათონისათვის სამზადისი დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით იმის რისკი, რომ პანდემიის მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში ღონისძიება არ შედგეს რა თქმა უნდა მაინც არსებობს. სწორედ ამიტომ, სრული გამჭვირვალობისთვის, გვინდა წინასწარ მოგაწოდოთ ინფორმაცია და გთხოვოთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თბილისიმარათონის გაუქმების შემთხვევაში რეგისტრაციის თანხის დაბრუნება არ მოხდება და შემოსული თანხა ავტომატურად სრულად გადაეცემა ბენეფიციარს.

ჰიგიენისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესები

ღონისძიებამდე:

1. ღონისძიებაზე რეგისტრაცია ხდება ონლაინ რეჟიმში ჩვენს ვებსაიტზე www.tbilisimarathon.ge და არ მოითხოვს კონკრეტულ ადგილას მისვლას და ადამიანების შეკრებას.
2. მონაწილეების სარბენი ნომრების გაცემის პერიოდი შეიცვლება და 2 დღის მაგივრად გადანაწილდება 5 დღეზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ნომრების გაცემისას რიგები და ხალხმრავლობა.
3. სარბენი ნომრების გაცემა მოხდება ეტაპობრივად, კონკრეტულ საათებში და სოციალური დისტანციის დაცვით წინასწარ მარკირებული რიგებით.
4. სარბენი ნომრების გაცემის პუნქტი განთავსებული იქნება გაშლილ სივრცეში და სოციალური დისტანციის დასაცავად მოხდება რიგის ადგილების მარკირება.
5. სარბენ ნომრებთან ერთად დარიგდება სამოქმედო გეგმა, ღონისძიების წესები, ჰიგიენის წესები, განრიგი, სპეციალური ნიღბები და ჩანთები.


ღონისძიების დღეს:

1. საორგანიზაციო ჯგუფის და სპეციალურად შექმნილი მოხალისეების ჯგუფის მიერ მკაცრად გაკონტროლდება სოციალური დისტანცია სტარტის და ფინიშის ტერიტორიაზე.
2. სტარტის და ფინიშის ტერიტორიაზე ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო და გაკონტროლდება მოხალისეების და საორგანიზაციო ჯგუფის თანამშრომლების მიერ.
3. სტარტის და ფინიშის ტერიტორიაზე განთავსდება ჰიგიენური და სადიზინფექციო ხსნარები.
4. პირველი კლასიკური გიმნაზიის შენობაში აღარ განთავსდება გასახდელი და გამოსაცვლელი ოთახები.
5. მონაწილეები პირადი ნივთების ჩაბარებას შეძლებენ მხოლოდ სპეციალურ ღია კარვებში (6 კარავი) და მხოლოდ მონაწილეებისთვის წინასწარ გადაცემული ჩანთებით.
6. კარვების წინ რიგის გასაკონტროლებლად მოხდება მარკირებების განთავსება და რიგს ზედამხედველობას გაუწევენ საორგანიზაციო ჯგუფს თანამშრომლები და მოხალისეები.
7. რიგში მდგომი მონაწილეებისთვის სავალდებულო იქნება ნიღაბი.
8. სტარტის ხაზზე (ისევე როგორც ზოგადად სტარტის და ფინიშის ტერიტორიაზე) მონაწილეებისთვის სავალდებულო იქნება ნიღბების ტარება.
9. მონაწილეებისთვის ნიღბების მოხსნა შესაძლებელი იქნება სტარტიდან 500 მეტრში, გაშლილ სივრცეში, მარკირებული პუნქტის შემდეგ.
10. ნიღბის გაკეთება სავალდებულო იქნება ფინიშზე მოსვლის შემდეგ.
11. მარშრუტზე გამაგრილებელ პუნქტებში იქნება მხოლოდ წყალი და გამაგრილებელი სასმელი.
12. სტარტის და ფინიშის ხაზზე არ დაიშვება არავინ ღონისძიების მონაწილეების და ღონისძიების ორგანიზატორების გარდა.
13. ფინიშის ტერიტორიას აქვს მხოლოდ ერთი გამოსასვლელი, რომელიც გაკონტროლდება დაცვის დახმარებით და არ დაიშვებიან აკრედიტაციის არ მქონე გულშემატკივრები, ფოტოგრაფები, ახლობლები თუ უცხო პირები.

!მონაწილე, რომელიც არ დაემორჩილება მოთხოვნებს დაუყოვნებლივ დატოვებს სტარტის და ფინიშის ტერიტორიას!

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წესები შექმნილია მხოლოდ თქვენი და ღონისძიებაში მონაწილე სხვა ადამიანების უსაფრთხოებისთვის. მოგიწოდებთ პატივი სცეთ ორგანიზატორების და ღონისძიების მოხალისეების მითითებებს და დაემორჩილოთ წესებს.

 

 

 

ზოგადი ინფორმაცია

რეგისტრაციის დასრულებისთანავე, თქვენ ავტომატურად ხდებით „თბილისიმარათონის“ მონაწილე. იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ ვერ დასწრებით ღონისძიებას, თუნდაც ამის მიზეზი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარება იყოს, თქვენ ვერ შეძლებთ დაიბრუნოთ რეგისტრაციის საფასური. ასევე, თქვენ ვერ მოითხოვთ რეგისტრაციის საფასურის გადატანას შემდეგი წლის ღონისძიებაზე.

თუ ორგანიზატორი გახდება იძულებული შეიტანოს ცვლილებები ღონისძიებაში, გააუქმოს ღონისძიება გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, ფორს მაჟორის შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზეზების ან ოფიციალური ბრძანების საფუძველზე, იგი არ იქნება ვალდებული მონაწილეს აუნაზღაუროს რეგისტრაციის თანხა. ორგანიზატორი ასევე არ არის ვალდებული აანაზღაუროს რაიმე სახის ფინანსური თუ ქონებრივი ზარალი, რომელიც გამოწვეული არ არის მისი ოფიციალური წარმომადგენლის ან დამხმარე აგენტების მიერ. ორგანიზატორი, მისი კანონიერი წარმომადგენლები ან დამხმარე აგენტები პასუხისმგებლობას იღებენ მონაწილის ჯანმრთელობის ან სხვადასხვაგვარ დაზიანებებზე მხოლოდ მათი ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში.

საინფორმაციო პუნქტი / პირადი ნივთები და ტანსაცმელი / დაკარგული ნივთები

თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში განთავსებული იქნება საინფორმაციო პუნქტი, სადაც თქვენ შეძლებთ მიიღოთ შესაბამისი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ. აგრეთვე შეგიძლიათ გარბენის დღეს პირადი ნივთები, ტანსაცმელი ან სპორტული ჩანთა ჩააბაროთ 07:30 – 13:00 საათის შუალედში. გთხოვთ, სპეციალური სამაგრი, რომელიც თქვენს საასპარეზო ნომერთან ერთად მიიღეთ, მიამაგროთ თქვენს ჩანთას. პირადი ნივთების დაბრუნებას გარბენის დასრულებისთანავე, თქვენი ნომრის წარმოდგენის საფუძველზე შეძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ნივთები იქნება სათანადოდ დაცული, ორგანიზატორი პასუხისმგებელი არ არის ნივთების უსაფრთხოებაზე.

ნივთის დაკარგვის, ან სხვისი ნივთის პოვნის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ საინფორმაციო პუნქტთან კვირას 25 სექტემბერს 07:30 – 13:00 საათის შუალედში.

ჯანმრთელობა

სისტემატურად აკონტროლეთ ფიზიკური მდგომარეობა. გაითვალისწინეთ, რომ სტარტთან უნდა გამოცხადდეთ შესაბამის ფიზიკურ ფორმაში. თითოეულ გარბენში მონაწილეობა თქვენივე რისკია.
ჩვენი რეკომენდაცია მორბენლებს: გთხოვთ გარბენამდე შეამოწმოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა! თუ არ გსურთ, რომ საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენოთ, გთხოვთ, გაიაროთ სამედიცინო შემოწმება წელიწადში მინიმუმ ერთხელ.

ოფიციალური აღიარება

კომპანია ჰაიდელბერგცემენტის მიერ ორგანიზებული 10კმ გარბენი და ნახევარმარათონი "მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენების საერთაშორისო ორგანიზაციის" (AIMS) მიერ არის ოფიციალურად აღიარებული .

ნახევარმარათონი და 10კმ გარბენი ორგანიზებულია მძლეოსანთა საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) წესებისა და სტანდარტების მიხედვით. ღონისძიებაში ჩართულნი იქნებიან საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ მსაჯები და მწვრთნელები.

 

დროის შეზღუდვა

ნახევარმარათონისთვის დროის შეზღუდვა განისაზღვრება 13:00 საათით, რის შემდეგაც გზა გაიხსნება ავტომანქანებისთვის. თუ თქვენ ამ დრომდე ვერ მოახერხებთ ფინიშის ხაზის გადაკვეთას, გთხოვთ გადაინაცვლოთ ტროტუარებზე და უსაფრთხოების ნორმების დაცვით დაბრუნდეთ ფინიშის მონაკვეთზე.

მოთხოვნები

10კმ გარბენისა და ნახევარმარათონში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს 16 წლის ზემოთ.

მარათონის განრიგი