შედეგები
30/სექტემბერი

Tbilisimarathon

2018

F.A.Q

რა ტიპის გარბენს გულისხმობს „თბილისიმარათონი“ ?
თბილისიმარათონი“ მოიცავს ნახევარმარათონსა(21,097 კმ) და 10 კილომეტრიან გარბენს. სპეციალურად ბავშვებისთვის ასევე მოეწყობა 500 მ. და 1000 მ. გარბენებიც.
როგორ შემიძლია დავრეგისტრირდე ?
თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებ-გვერდზე. დარეგისტრირებას შეძლებთ 2018 წლის 25 მაისიდან
იქნება თუ არა დაჯილდოების ცერემონია ?
ღონისძიების დასრულებისთანავე 13:00 საათზე დაიწყება დაჯილდოების ცერემონიალი 10 კმ გარბენში და ნახევარმარათონში საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეთათვის
შესაძლებელია რომ ღონისძიების დღეს დავრეგისტრირდე ?
ღონისძიების დღეს რეგისტრაციის გავლა არ იქნება შესაძლებელი, ონლაინ რეგისტრაცია შეწყდება 27 სექტემბერს ღამის 12 საათზე.
რა არის რეგისტრაციის საფასური და როგორ ხდება გადახდა ?
10 კილომეტრიან გარბენზე დარეგისტრირების საფასური - 15, ხოლო ნახევარმარათონზე დარეგისტრირების საფასური 20 ლარია. საბავშვო გარბენზე დარეგისტრირება უფასოა.დარეგისტრირება შესაძლებელია ონლაინ ჩვენს ვებგვერდზე. თანხის გადახდა შესაძლებელია ელექტრონულად (Visa/ mastercard ბარათებით) რეგისტრაციის დროს.
როგორ იზომება დრო, რაც ფინიშის ხაზის გადასაკვეთად დამჭირდა?
თქვენს პირად მაჩვენებელს აფიქსირებს სპეციალური ელექტრონული ტრანსპონდერი, რომელიც თქვენს ნომერზე იქნება მიმაგრებული. გთხოვთ, ნუ დააზიანებთ ტრანსპონდერს.
როდის და სად შემიძლია მივიღო ჩემი სარბენი დოკუმენტაცია ?
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სარბენი დოკუმენტაცია 28, 29 სექტემბერს დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე დიდი საკონცერტო დარბაზის შესასვლელთან (ფილარმონია).
სად შემიძლია მანქანის პარკირება ?
სასურველია, მარათონის დღეს ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მანქანის გასაჩერებელი ადგილი გამოყოფილია სტარტან და ფინიშთან ახლოს მდებარე ქუჩებზე. გაითვალისწინეთ, რომ მარათონის დღეს ქუჩები იქნება გადაკეტილი და შეზღუდული იქნება ავტომობილით გადაადგილება.
შესაძლებელია თუ არა პირადი მონაცემების შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ ?
შესაძლებელია რომ რეგისტრაციის შემდეგ შეიცვალოს თქვენი მონაცემები. ამისათვის მიმართეთ ჩვენს საინფორმაციო პუნქტებს ან შეგვეხმიანეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით სასურველი ინფორმაციის შეცვლის თაობაზე.
მივიღებ თუ არა შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების თაობაზე ?
დიახ, თქვენ მიიღებთ დასტურს რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში როგორც ელექტრონული ფოსტის ასევე რეგისტრაციის ველში მითითებულ მობილურ ნომერზე.
მოხდება თუ არა დანაყოფების განსაზღვრა სირბილის დროს ?
დანაყოფები განსაზღვრულია ორივე შემთხვევაში , როგორც 10 კმ-იანი გარბენის ასევე ნახევარმარათონისთვის. გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ბლოკი.
შესაძლებელია თუ არა მივიღო მონაწილეობა სავარჯიშო პროგრამაში, რომ მოვემზადო ღონისძიებისათვის ?
სავარჯიშო პროგრამის გადმოსაწერათ შებრძანდით გვერდზე "სავარჯიშო პროგრამები"
სად განთავსდება სტარტი და ფინიში და როდის დაიწყება ღონისძიება ?
სტარტისა და ფინიში განთავსებულია შოთა რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ. დღის განრიგის სანახავად მოინახულეთ გვერდი "ღონისძიების განრიგი"
შესაძლებელია თუ არა ვირბინო 10 კმ გარბენი ნახევარმარათონში რეგისტრაციის შემდეგ ?
თუკი თქვენ დარეგისტრირდით ნახევარმარათონზე, თუმცა გაირბინეთ მხოლოდ 10 კმ, თქვენი შედეგი არ იქნება ასახული 10 კმ გარბენის ფინიშერთა სიაში. ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის საფასურის სხვაობა არ ანაზღაურდება
სად არის სარბენი ბილიკი ?
სარბენი გზა განთავსებულია თბილისის ცენტრში. მარშრუტის სანახავად გადადით ინფრომაციის გვერდზე
რა მოხდება თუ ღონისძიებაზე მოსვლას დავაგვიანებ ?
თუ თქვენ ვერ აიღებთ თქვენს სარბენ დოკუმენტაციას დროულად, სარბენი ნომერი გაუქმდება. რეგისტრაციის საფასური არ ანაზღაურდება . გთხოვთ დროულად გამოცხადეთ ღონისძიებაზე.
რა მოხდება თუ ღონისძიების დღეს თავს შეუძლოთ ვიგრძნობ ?
ღონისძიების დღეს თუ თავს შეუძლოთ იგრძნობთ გირჩევთ თავი შეიკავოთ ფიზიკური აქტივობისგან. თქვენი სარბენი ნომერი გაუქმდება, რეგისტრაციის საფასურის ანაზღაურება არ მოხდება.
როდის და სად შემიძლია ვნახო შედეგები ?
შედეგები გამოქვეყნდება თბილისიმარათონის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე, ღონისძიების დასრულებისთანავე თქვენ შეძლებთ ამობეჭდოთ თქვენი პირადი სერტიფიკატი.
იქნება თუ არა პუნქტები შესვენებისთვის სარბენ ბილიკზე ?
სარბენ ბილიკზე იქნება ქუნქტები შესვენებისთვის შემდეგ ადგილებზე : 10 კმ სარბენ ბილიკზე : 4.4 კმ-ზე და ფინიშის ხაზის შემდეგ. ნახევარმარათონის ბილიკზე: 4.4 კმ-ზე, 10.5 კმ-ზე და ფინიშის ხაზის შემდეგ
რა მოხდება თუ ვერ შევძლებ სირბილს ?
სარბენ ბილიკზე იმოძრავებს სასწრაფო დახმარების მანქანა. თუ თავს შეუძლოთ იგრძნობთ, სასწრაფო დახმარების მანქანა უზრუნველყოფს თქვენს სამედიცინო მომსახურებას და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარში გადაყვანას.
თუ ჩემი გარბენის შედეგი არასწორია, რა შემიძლია გავაკეთო ?
თუ თქვენ თვლით რომ შედეგი არასწორია, გთხოვთ მიმართოთ ჩვენს საინფორმაციო პუნქტს ან შეგვატყობინოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ჩვენი გუნდი გადაამოწმებს და იზრუნებს მონაცემთა სისწორეზე.
დაჯილდოვდება თუ არა ფინიშის ხაზის გადამკვეთი მედლით და სერტიფიკატით ?
თქვენ დაჯილდოვდებით სპეციალური მედლითა და თქვენი პირადი სერთიფიკატით, მას შემდეგ რაც გადაკვეთთ ფინიშის ხაზს. სერტიფიკატი თქვენი პირადი მონაცემებით შეგიძლიათ ამობეჭდოთ თბილისიმარათონის ოფიციალურ საიტზე შედეგებთან ერთად.
არის თუ არა ტურისტული პროგრამა უცხოელი მორბენლებისათვის ?
ჩვენს ვებ-გვერდზე სპეციალურად გამოყოფილ სექციაში "ტურიზმი" ჩვენს უცხოელ მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ჩვენი პარტნიორი კომპანიის FIT-Sporturlaub-ის სპეციალურ შემოთავაზებებს.
ვის შემიძლია მივმართო რაიმეს დაკარგვის შემთხვევაში ?
თუ თქვენ დაკარგავთ ან იპოვით რაიმეს შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს საინფორმაციო პუნქტებს.
სად შემიძლია შევინახო პირადი ნივთები ?
გარბენის დღეს პირადი ნივთები, ტანსაცმელი ან სპორტული ჩანთა შეგიძლიათ ჩააბაროთ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში 08:00 – 13:00 საათის შუალედში. გთხოვთ, სპეციალური სამაგრი, რომელიც თქვენს საასპარეზო ნომერთან ერთად მიიღეთ, მიამაგროთ თქვენს ჩანთას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ნივთები იქნება სათანადოდ დაცული, ორგანიზატორი პასუხისმგებელი არ არის ნივთების უსაფრთხოებაზე.
მარათონის განრიგი