შედეგები ფოტოები
28 / ოქტომბერი
Tbilisimarathon
2012
ჩატარებული ღონისძიებები
ნახევარმარათონის გამარჯვებულები
10 კმ გარბენის გამარჯვებულები
ნახევარმარათონის გამარჯვებულები
1
2
3
10 კმ გარბენის გამარჯვებულები
1
2
3

ჰაიდელბერგცემენტის მიერ ორგანიზებული „თბილისიმარათონი“ პირველად 2012 წელს, თბილისის ზღვაზე გაიმართა. ქალაქის პირველ ოფიციალურ ნახევარმარათონზე 500-ზე მეტმა პროფესიონალმა და მოყვარულმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. სპორტული ღონისძიება საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა. თბილისიმარათონი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება. ღონისძიებაზე დარეგისტრირება მსურველებს თბილისიმარათონის ოფიციალურ ვებგვერდზე შეეძლოთ, რეგისტრაციის საფასური - თითოეული 10 ლარი ჰაიდელბერგცემენტმა გააორმაგა და საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ გადაურიცხა.

 

პირველი თბილისიმარათონის გამარჯვებული ახალგაზრდა სპორტსმენი დავით ხარაზიშვილი გახდა, რომელმაც ნახევარმარათონის დისტანცია - 21 კილომეტრი საათსა და 14 წუთში დაფარა. 2012 წლის ღონისძიებაში ქალთა კატეგორიაში გამარჯვება კი სპორტსმენმა გიული დეკანაძემ მოიპოვა.

 

724
მონაწილეები
35
გუნდები
შემოსული თანხა
მარათონის განრიგი