რეგისტრაცია
27 / ოქტომბერი
Tbilisimarathon
2013
ჩატარებული ღონისძიებები
Carmagnolle, Marielle
Olenikovi, Anatoli
Coxshall, Fiona
Bordet, Dominique
Dubois, Daniele
Shekrelidze, Giorgi
ნახევარმარათონის გამარჯვებულები
10 კმ გარბენის გამარჯვებულები
ნახევარმარათონის გამარჯვებულები
1
Carmagnolle, Marielle
Olenikovi, Anatoli
2
Coxshall, Fiona
Bordet, Dominique
3
Dubois, Daniele
Shekrelidze, Giorgi
10 კმ გარბენის გამარჯვებულები
1
2
3

რიგით მეორე ნახევარმარათონში ჯამში 25-ზე მეტი ქვეყნიდან სულ 1500 მონაწილე ჩაერთო 

საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ინვესტორმა და სამშენებლო მასალების წარმოებაში ლიდერმა კომპანიამ ჰაიდელბერგცემენტმა 2013 წლის 26 ოქტომბერს რიგით მეორე ნახევარმარათონი გამართა. „თბილისიმარათონი“ საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებაა და ის პარალელურად ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება.

„თბილისიმარათონი“ ნახევარმარათონად (21.0975 კმ) კლასიფიცირდება, სადაც მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს, მოყვარულსა თუ პროფესიონალს, შეუძლია. 2013 წელს თბილისიმართონმა ჯამში 25-ზე მეტი ქვეყნიდან 1500 მონაწილეს უმასპინძლა.

ღონისძიების გამარჯვებული ანატოლი ოლეინიკოვი გახდა, რომელმაც ნახევარმარათონის დისტანცია - 21 კილომეტრი საათსა და 15 წუთში დაფარა. ქალთა კატეგორიაში პირველი ადგილი კი მარიელ კარმანოილმა დაიკავა, რომელმაც ნახევარმარათონი საათსა და 40 წუთში ირბინა. Area Publishing House, ბანკი რესპუბლიკის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყველაზე კარგი შედეგები კი შემდეგები აჩვენეს და ყველაზე სპორტულ კომპანიებად დასახელდნენ. გამარჯვებულები გამოვლიდნენ 9 სხვადასხვა კატეგორიაში, ჯამში კი 54 მონაწილე დაჯილდოვდა. მათ მედლები, სერთიფიკატები, კომპიუტერი, სხვადასხვა სახის ტექნიკა და სპორტული აქსესუარები გადაეცათ.

პროექტი ჰაიდელბერგცემენტის ეგიდით, გერმანიის საელჩოსა და  სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროთ პატრონაჟით განხორციელდა.

 „თბილისიმართონი“ 2013 საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. ნახევარმარათონის შედეგები კი მსოფლიოში აპრობირებული - „Official Timekeeping and Data Prcessing” სისტემით, გერმანული კომპანიის Mika Timing-ის მიერ იქნა დათვლილი. სისტემა გამოცდილია შტუდგარდის, ფრანკფურტის, ჰამბრუგის, ბერლინის მარათონებზე.

„თბილისიმარათონი“ გაძლევთ შესაძლებლობას თქვენი კომპანიების ჩართულობით შეუერთდეთ მსოფლიოში პოპულარულ ღონისძიებას, ხელი შეუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ამავდროულად ჩაერთოთ ქველმოქმედებაშიც. ირბინე ჯანმრთელობისთვის, ირბინე ქველმოქმედებისთვის! - თბილისიმარათონი 2013-ის სლოგანი გახლდათ. რეგისტრაცის საფასური, თითოული 10 ლარი, ჰაიდელბერგცემენტის მიერ გაორმაგდა, ჯამური ოდენობა კი საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ გადაერიცხა.

თბილისიმარათონი 2012 – 2013

თბილისიმარათონის საქველმოქმედო ისტორია ფონდ „იავნანასთან“ თანამშრომლობით იღებს სათავეს. თავისი არსებობის პირველი ორი წლის განმავლობაში თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსული თანხა, კომპანია ჰაიდელბერგცემენტმა გაორმაგებული ოდენობით პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქვლემოქმედო ფონდ იავნანას საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ბინის შეძენასა და ნიჭიერი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსებას მოახმარა. საჩუქრები ბენეფიციარებს ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო

500
მონაწილეები
42
გუნდები
შემოსული თანხა
მარათონის განრიგი