შედეგები
21 / ოქტომბერი
Tbilisimarathon
2014
ჩატარებული ღონისძიებები
Avagyan, Valya
Oleinikovi, Anatoli
Goos, Anna
Baikeev, Teimuraz
Drake, Catherine
Mezquita, Santiago
ნახევარმარათონის გამარჯვებულები
10 კმ გარბენის გამარჯვებულები
ნახევარმარათონის გამარჯვებულები
1
Avagyan, Valya
Oleinikovi, Anatoli
2
Goos, Anna
Baikeev, Teimuraz
3
Drake, Catherine
Mezquita, Santiago
10 კმ გარბენის გამარჯვებულები
1
2
3

3 წლიანი ისტორიის მქონე თბილისიმარათონი უკვე გახდა საერთაშორისო ყოველწლიური სპორტული ღონისძიება და ამავდროულად, ძალიან წარმატებული სოციალური პროექტი, რომელსაც ორგანიზებას ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი უწევს

 

რიგით მესამე ნახევარმარათონზე, რომელიც 2014 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა, 2000-მდე მსურველი დარეგისტრირდა. რეგისტრაციიდან შემოსული თანხა - 15630 ლარი ჰაიდელბერგცემენტმა ტრადიციულად გააორმაგა, ჯამური ოდენობა კი ბედიანის ბავშვთა ცენტრის მშენებლობას მოახმარა.

თბილისიმარათონი 2014 პირველი ინტეგრირებული ნახევარმარათონი გახლდათ, რომელშიც მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის 10-მა პირმა მიიღო. გარდა ამისა, პირველად თბილისიმარათონის ისტორიაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩართული იყვნენ ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებშიც.

ღონისძიების გამარჯვებული ზედიზედ მეორედ, ანატოლი ოლეინიკოვი გახდა, რომელმაც ფინიშის ხაზი საათსა და 13 წუთში გადაკვეთა. ქალთა კატეგორიაში გამარჯვება კი ვალია ავაგიანმა მოიპოვა, რომელმაც ნახევარმარათონი საათსა და 38 წუთში გაირბინა. მონაწილეთა შორის იყვნენ ჰაიდელბერგცემენტის, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების, ასევე სამინისტროებისა და საელჩოების თანამშრომლები.

„თბილისიმარათონი“ ნახევარმარათონად (21.0975 კმ) კლასიფიცირდება, სადაც მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს, მოყვარულსა თუ პროფესიონალს, შეუძლია.

„თბილისიმარათონი“ მსოფლიოში აპრობირებული წესებით ტარდება:  გამოიყენება გერმანული კომპანიის Mika Timing სისტემა „Official Timekeeping and Data Processing”, რომელიც გამოცდილია შტუდგარდის, ფრანქკფურტის, ჰამბრუგისა და ბერლინის მარათონებზე. ნახევარმარათონის შედეგებიც სწორედ ამ სისტემით დაითვალა, რომელმაც უზრუნველყო ღონისძიების სამართლიანად ჩატარება.

ღონისძიება თბილისის მერიის, გერმანიის საელჩოსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ქველმოქმედება ჰაიდელბერგცემენტის შიდა კორპორატიული პოლიტიკის ნაწილია, სწორედ სოციალური პასუხისგმგებლობის გაზიარება წარმოადგენს თბილისიმარათონის ჩატარების ძირითად მიზეზს.

 

2014 წლის ბენეფიციარი

ბედიანის ბავშვთა ცენტრი

2014 წლის თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსული თანხა, კომპანია ჰაიდელბერგცემენტმა ტრადიციისამებრ გააორმაგა და წალკის რაიონში, დაბა ბედიანში ბავშვთა ცენტრის მშენებლობას მოახმარა

ბედიანის ბავშვთა ცენტრი 1999 წელს დაფუძნდა. ცენტრში განლაგებულია 5 კოტეჯი, რომლებიც გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოსაა აშენებულითით და უმეტესობა მათგანი თითქმის სრულად ამორტიზირებულია. სწორედ ერთ-ერთი კოტეჯის რესტავრაციას მოხმარდა 2014 წლის

თბილისიმარათონის შედეგად შეგროვილი თანხა. აღნიშნული კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და მისი დასრულება 2016 წლის ზაფხულში იგეგმება.

თბილისიმარათონის საორგანიზაციო გუნდი მშენებლობას ყურადღებით აკვირდებოდა და სამშენებლო პროცესს აკონტროლებდა. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი

კომპანია ჰაიდელბერგცემენტის წარმომადგენლები პროექტის პარტნიორებთან და ჟურნალისტებთან ერთად ეწვევიან და განახლებულ ბავშვთა ცენტრს ოფიციალურად საზეიმოდ გახსნიან. აღნიშნული ცენტრით ისარგებლებს ბედიანში დღეისათვის მცხოვრები 12 ბავშვი, რაც მათთვის ბევრად უკეთეს სააღმზრდელო და საცხოვრებელ პირობებს უზრუნველყოფს.

551
მონაწილეები
60
გუნდები
15630
შემოსული თანხა
მარათონის განრიგი