რეგისტრაცია
25 / ოქტომბერი
Tbilisimarathon
2015
ჩატარებული ღონისძიებები
Avagyan Valya
Kharazishvili Daviti
Papuashvili Tiantin
Oleinikovi Anatoli
Bergen-Cico Dessa
Mashumyan Mher
ნახევარმარათონის გამარჯვებულები
Gelashvili Tamar
Mkrtchyan Ervand
Golkowsky Stefanie
Baikeevi Teimuraz
Darakhvelidze Mariam
Khoperia Jeiran
10 კმ გარბენის გამარჯვებულები
ნახევარმარათონის გამარჯვებულები
1
Avagyan Valya
Kharazishvili Daviti
2
Papuashvili Tiantin
Oleinikovi Anatoli
3
Bergen-Cico Dessa
Mashumyan Mher
10 კმ გარბენის გამარჯვებულები
1
Gelashvili Tamar
Mkrtchyan Ervand
2
Golkowsky Stefanie
Baikeevi Teimuraz
3
Darakhvelidze Mariam
Khoperia Jeiran

2015 წელს 4 წლიანი ისტორიის მქონე თბილისიმარათონი უკვე გახდა საერთაშორისო ყოველწლიური სპორტული ღონისძიება და ამავდროულად ძალიან წარმატებული სოციალური პროექტი.

რიგით მე-4 თბილისიმარათონი 2015 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა. პოპულარობის ზრდასთან ერთად თბილისიმარათონმა გაცილებით დიდ მასშტაბებს მიაღწია და ის თბილისი ზღვის ტერიტორიიდან უკვე ქალაქის ქუჩებში გადმოინაცვლა. ღონისძიების ახალმა ფორმატმა გაცილებით მეტი სპონსორის და ტურისტის მოიზიდვა მოახერხა. გარბენის მარშრუტი 2015 წლიდან მოიცავს თბილისის ძირითად ქუჩებსა და ღირსშესანიშნაობებს, რაც თავისთავად გულისხმობს ქალაქის პოპულარიზაციას ტურისტული თვალსაზრისით.

„თბილისიმარათონი“ მსოფლიოში აპრობირებული წესებით ტარდება:  გამოიყენება გერმანული კომპანიის Mika Timing სისტემა „Official Timekeeping and Data Processing”, რომელიც გამოცდილია შტუდგარდის, ფრანქკფურტის, ჰამბრუგისა და ბერლინის მარათონებზე. ნახევარმარათონის შედეგებიც სწორედ ამ სისტემით ითვლება, რაც ღონისძიების სამართლიანად ჩატარებას უზრუნველყობს.

ღონისძიება თბილისის მერიის, გერმანიის საელჩოსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ტარდება.

 

2015 წლის ბენეფიციარი

ქ. რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის ცენტრი

2015 წლის რიგით მეოთხე თბილისიმარათონის მიზანი ტრადიციისამებრ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ქველმოქმედება - სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება და ასევე ტურიზმის განვითარება გახლდათ. 
შესაბამისად, „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსული თანხა, კომპანია ჰაიდელბერგცემენტის მიერ გაორმაგებული ოდენობით ქალაქ რუსთავში არსებული ააიპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის“ გაფართოებას, კეთილმოწყობას და არსებული პირობების გაუმჯობესებას მოხმარდა.
ხსენებული ააიპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი“ განთავსებულია ქ. რუსთავში, მესხიშვილის II გას №3-ში, ძველ შენობაში, რომლის ნახევარი - 400კვ. მ. აუთვისებელი და სარემონტოა (შავი კარკასის მდგომარეობაშია). ცენტში მკურნალობას დაახლოებით 119 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გადის, თუმცა ამავდროულად, ცენტრი იძლებულია ყოველწლიურად უამრავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მკურნალობაზე უარი უთხრას, რადგან არ გააჩნია შესაბამისად მოწყობილი დამატებითი ფართი. სწორედ ამ ფართის რესტავრაცია მოხდა 2014 წლის თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსული თანხით, რაც დამატებით უამრავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მისცემს მკურნალობის გავლის შესაძლებლობას.
2033
მონაწილეები
92
გუნდები
24 030
შემოსული თანხა
მარათონის განრიგი