შედეგები
23 / ოქტომბერი
Tbilisimarathon
2016
ჩატარებული ღონისძიებები
Susannah Miller
David Kharazishvili
Aleksandra Veselova
Teimuraz Baikeev
Liudmila Khodakova
Gigla Zilbershtein
ნახევარმარათონის გამარჯვებულები
Ellada Alaverdyan
Saba Khvichava
Inesa Vardanyan
Giorgi Damenia
Nincho Meliqidze
Vanya Sargsyan
10 კმ გარბენის გამარჯვებულები
ნახევარმარათონის გამარჯვებულები
1
Susannah Miller
David Kharazishvili
2
Aleksandra Veselova
Teimuraz Baikeev
3
Liudmila Khodakova
Gigla Zilbershtein
10 კმ გარბენის გამარჯვებულები
1
Ellada Alaverdyan
Saba Khvichava
2
Inesa Vardanyan
Giorgi Damenia
3
Nincho Meliqidze
Vanya Sargsyan

ჰაიდელბერგცემენტის მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტი თბილისიმარათონი 2016 წლის 23 ოქტომბერს, უკვე მეხუთედ გაიმართა.
ღონისძიებამ წელს კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიაღწია, სპეციალურად თბილისიმარათონისთვის ჩვენს დედაქალაქს ეწვია 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, მონაწილეობა მიიღო  120-მა გუნდმა, სულ დარეგისტრირდა 2346 მონაწილე, ხოლო ფინიშის ხაზი 1185-მა მორბენალმა გადაკვეთა.
რეგისტრაციიდან შემოსულმა თანხამ 23 195 ლარი შეადგინა, რაც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის მიერ გაორმაგებული ოდენობით - 
46 390 ლარი - საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება. შესაბამისად თბილისიმარათონზე თითოეული დარეგისტრირებული პირი ქველმოქმედების მონაწილე გახლდათ!

2016 წლის ბენეფიციარი

ბავშვთა ჰოსპისი

 „ჰაიდელბერგცემენტი“ განაგრძობს სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებას, კომპანია 2016 წლის „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსულ თანხა გააორმაგებული ოდენობით საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოახმარდა.

პროექტის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა (ბავშვებს რომლებსაც უკურნებელი სენი აქვთ) ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, როგორც მათ სხეულზე, გონებასა და სულიერ მდგომარეობაზე აქტიური და ყოველმხრივი ზრუნვის, ისე მათი ოჯახის წევრების თანადგომისა და დახმარების გზით.

რა არის ბავშვთა ჰოსპისი?

ეს არის პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები 18 წლამდე და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.

ბავშვთა ჰოსპისის 2016 წლის ბოლოს გაიხსნა. ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურება უფასა. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს:

www.childrenshospice.org.ge

 

2346
მონაწილეები
100
გუნდები
23 195
შემოსული თანხა
მარათონის განრიგი