შედეგები
29 / სექტემბერი
Tbilisimarathon
2019
ჩატარებული ღონისძიებები
ნახევარმარათონის გამარჯვებულები
10 კმ გარბენის გამარჯვებულები
ნახევარმარათონის გამარჯვებულები
1
2
3
10 კმ გარბენის გამარჯვებულები
1
2
3

რიგით მეშვიდე ნახევარმარათონში ჯამში 55 ქვეყნის 2710 მონაწილე და 500 ბავშვი ჩაერთო.

ფინიშის ხაზი კი 1683-მა მორბენალმა გადაკვეთა.

2019 წელს ღონისძიებაზე 2710 მონაწილე დარეგისტრირდა, აქედან კომპანია ჰაიდელბერგცემენტი, გასული წლის მსგავსად, იმ მონაწილეების თანხა გააორმაგა, რომლებმაც ღონისძიების დღეს, 29 სექტემბერს სტარტის ხაზი გადაკვეთეს და გარბენში მიიღეს მონაწილეობა.
გაორმაგებული და პირდაპირი წესით გადარიცხული თანხის ჯამი კი 75 950 ლარს შეადგენს!

აღნიშნული თანხა 2019 წლის ბენეფიციარს - „ძეგვის თავშესაფარს“ მოხმარდება.

2019 წლის ღონისძიება არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გამოდგა. უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიებით უაღრესად კმაყოფილი დარჩნენ როგორც მონაწილეები, ასევე უცხოელი სტუმრები, გულშემატკივრები და „თბილისიმარათონში“ ჩართული ყველა კომპანია თუ სახელმწიფო უწყება. ეს იყო ძალიან კარგად ორგანიზებული ღონისძიება, რაშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.

„თბილისიმარათონი“ მსოფლიოში აპრობირებული წესებით ჩატარდა: გამოიყენება გერმანული კომპანიის Mylaps სისტემა „Official Timekeeping and Data Processing”, რომელიც გამოცდილია შტუდგარდის, ფრანქკფურტის, ჰამბრუგისა და ბერლინის მარათონებზე. ნახევარმარათონის შედეგებიც სწორედ ამ სისტემით ითვლება, რაც ღონისძიების სამართლიანად ჩატარებას უზრუნველყობს

 

➡ თბილისიმარათონი საერთაშორისო საქველმოქმედო გარბენია. სადაც თქვენს მიერ გადახდილ მონაწილეობის ღირებულებას კომპანია ჰაიდელბერგცემენტი გააორმაგებს და ძეგვის თავშესაფარს მოახმარს

 

2710
მონაწილეები
110
გუნდები
75 950
შემოსული თანხა
მარათონის განრიგი