თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ თბილისიმარათონის გუნდის წევრი და შეიტანოთ თქვენი წვლილი მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში.
ნახევარმარათონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიებაა საქართველოში და
ასევე მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) ოფიციალური წევრია.
ჩვენ ხარისხის ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს და ვცდილობთ მონაწილეებს და სტუმრებს დაუვიწყარი მოგონებები შევძინოთ.
გახდით ჩვენი გუნდის წევრი, მიიღეთ გამოცდილება და შეიძინეთ ძალიან ბევრი ახალი მეგობარი. მოხალისეებს მრავალი საინტერესო პოზიცია და განსხვავებული დავალებები ელით:
დოკუმენტაციის მოწესრიგება, ტანსაცმლისა და პირადინივთების სათავსო ოთახის, დასასვენებელი პუნქტების, სტარტისა და ფინიშის ხაზის კონტროლი, მონაწილეების ნომრებისა და მედლების გაცემა, მარშრუტის კონტროლი გარბენის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, დამატებით სხვადასხვა სამუშაოები და სპეციალური დავალებები. ღონისძიებამდე რამოდენიმე დღით ადრე თქვენ გაივლით ტრენინგს, მიიღებთ სამუშაოს დეტალურ
აღწერილობას, განრიგსა და სხვა საჭირო ინფორმიას.
მოხალისეებისთვის ასევე საკვები და წყალი იქნება უზრუნველყოფილი .
ღონისძიების შემდგომ თქვენ გადმოგეცემათ სამადლობელი სერტიფიკატი და მოთხოვნის შემთხვევაში სარეკომენდაციო წერილიც.