რეგისტრაცია
რეგისტრაცია ფოტოები შედეგები

შესვლა

მომხმარებლის პროფილში შესვლა
პაროლის აღდგენა

რეგისტრაცია

მომხმარებლის შექმნა
პერსონალური კომპანია/გუნდი

გაქვთ მომხარებელი ?

აღდგენა

პაროლის აღდგენა

გაქვთ მომხარებელი ?

ღონისძიების შესახებ

Tbilisimarathon

2024

გასარბენი მანძილი

0.5 კმ
ბავშვთა გარბენი
1.2 კმ
ბავშვთა გარბენი
10 კმ
10კმ გარბენი
21 კმ
ნახევარმარათონი
ნახევარმარათონი

ნახევარმარათონი

ნახევარმარათონი (21,097 კმ) სრულად შეესაბამება AIMS ის სტანდარტებს და მოიცავს ორ წრეს.

ორგანიზატორი უზრუნველყოფს დროის აღრიცხვას და სპეციალურ მედალს მათთვის, ვინც ფინიშის ხაზს გადაკვეთს. ფინიშერთა სია და პერსონალური სერთიფიკატი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებგვერდზე. გარბენის დაწყების დრო მალე განახლდება. 

გარბენის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია.

მნიშვნელოვანია!: თქვენ უნდა გაირბინოთ ის გარბენი, რომელზეც ხართ დარეგისტრირებული. მორბენლებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან ნახევარმარათონზე და არ დაასრულებენ დისტანციას არ ჩაეთვლებათ შედეგი. 
 

მნიშვნელოვანია!: 
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვსურს გაგიზიაროთ და გთხოვოთ ყურადღებით გაეცნოთ:

წლევანდელი თბილისიმარათონისათვის სამზადისი დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თბილისიმარათონის გაუქმების შემთხვევაში რეგისტრაციის თანხის დაბრუნება არ მოხდება და შემოსული თანხა ავტომატურად სრულად მოხმარდება შერჩეულ ბენეფიციარს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ღონისძიებაზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენი პირადი მიზეზის გამო განაცხადის გაუქმება და თანხის დაბრუნება არ ხდება. 

ბავშვთა გარბენი

ბავშვთა გარბენი

500 მ. გარბენი 5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის.

1 კმ. გარბენი 11-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის.

თითო კატეგორიაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 250-მდე.

საასპარეზო ნომრების აღების დროსა და ლოკაციაზე ინფორმაცია მალე განახლდება.

სერთიფიკატი და დროის აღრიცხვა არ იქნება უზრუნელყოფილი. ყველა მონაწილე, რომელიც გადაკვეთს ფინიშის ხაზს, მიიღებს სპეციალურ მედალს. სტარტისა და ფინიშის ტერიტორიის მიმდებარედ ბავშვებისთვის მოწყობილი იქნება სპეციალური გასართობი კუთხე. 

10 კმ. გარბენი

10 კმ. გარბენი

ორგანიზატორი უზრუნველყოფს დროის აღრიცხვას და სპეციალური მედალს მათთვის, ვინც ფინიშის ხაზს გადაკვეთს. ფინიშერთა სია და პერსონალური სერთიფიკატი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებგვერდზე. გარბენის დაიწყების დრო მალე განახლდება.

გარბენის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია.

მნიშვნელოვანია!: თქვენ უნდა გაირბინოთ ის გარბენი რომელზეც ხართ დარეგისტრირებული, მორბენლები რომლებიც დარეგისტრირდებიან 10კმ-ზე და მსვლელობისას გადაწყვეტენ ნახევარმარათონის გარბენას არ ჩაეთვლებათ ნახევარმარათონის შედეგი.

მნიშვნელოვანია!: 
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვსურს გაგიზიაროთ და გთხოვოთ ყურადღებით გაეცნოთ.

წლევანდელი თბილისიმარათონისათვის სამზადისი დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თბილისიმარათონის გაუქმების შემთხვევაში რეგისტრაციის თანხის დაბრუნება არ მოხდება და შემოსული თანხა ავტომატურად სრულად მოხმარდება შერჩეულ ბენეფიციარს.

ზოგადი ინფორმაცია

რეგისტრაციის დასრულებისთანავე, თქვენ ავტომატურად ხდებით „თბილისიმარათონის“ მონაწილე. იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ ვერ დასწრებით ღონისძიებას, თუნდაც ამის მიზეზი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარება იყოს, თქვენ ვერ შეძლებთ დაიბრუნოთ რეგისტრაციის საფასური. ასევე, თქვენ ვერ მოითხოვთ რეგისტრაციის საფასურის გადატანას შემდეგი წლის ღონისძიებაზე.

თუ ორგანიზატორი გახდება იძულებული შეიტანოს ცვლილებები ღონისძიებაში, გააუქმოს ღონისძიება გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, ფორს მაჟორის შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზეზების ან ოფიციალური ბრძანების საფუძველზე, იგი არ იქნება ვალდებული მონაწილეს აუნაზღაუროს რეგისტრაციის თანხა. ორგანიზატორი ასევე არ არის ვალდებული აანაზღაუროს რაიმე სახის ფინანსური თუ ქონებრივი ზარალი, რომელიც გამოწვეული არ არის მისი ოფიციალური წარმომადგენლის ან დამხმარე აგენტების მიერ. ორგანიზატორი, მისი კანონიერი წარმომადგენლები ან დამხმარე აგენტები პასუხისმგებლობას იღებენ მონაწილის ჯანმრთელობის ან სხვადასხვაგვარ დაზიანებებზე მხოლოდ მათი ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში.

საინფორმაციო პუნქტი / პირადი ნივთები და ტანსაცმელი / დაკარგული ნივთები

ღონისძიების მთავარ ლოკაციაზე იქნება საინფორმაციო პუნქტი, სადაც თქვენ შეძლებთ მიიღოთ შესაბამისი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ. აგრეთვე შეგიძლიათ გარბენის დღეს პირადი ნივთები, ტანსაცმელი ან სპორტული ჩანთა ჩააბაროთ 07:00 – 10:30 საათის შუალედში. გთხოვთ, სპეციალური სამაგრი, რომელიც თქვენს საასპარეზო ნომერთან ერთად მიიღეთ, მიამაგროთ თქვენს ჩანთას. პირადი ნივთების დაბრუნებას გარბენის დასრულებისთანავე, თქვენი ნომრის წარმოდგენის საფუძველზე შეძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ნივთები იქნება სათანადოდ დაცული, ორგანიზატორი პასუხისმგებელი არ არის ნივთების უსაფრთხოებაზე.

ნივთის დაკარგვის, ან სხვისი ნივთის პოვნის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ საინფორმაციო პუნქტთან კვირას 22 სექტემბერს 07:30 – 11:00 საათის შუალედში.

ჯანმრთელობა

სისტემატურად აკონტროლეთ ფიზიკური მდგომარეობა. გაითვალისწინეთ, რომ სტარტთან უნდა გამოცხადდეთ შესაბამის ფიზიკურ ფორმაში. თითოეულ გარბენში მონაწილეობა თქვენივე რისკია.
ჩვენი რეკომენდაცია მორბენლებს: გთხოვთ გარბენამდე შეამოწმოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა! თუ არ გსურთ, რომ საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენოთ, გთხოვთ, გაიაროთ სამედიცინო შემოწმება წელიწადში მინიმუმ ერთხელ.

ოფიციალური  აღიარება

კომპანია ჰაიდელბერგცემენტის მიერ ორგანიზებული 10კმ გარბენი და ნახევარმარათონი "მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენების საერთაშორისო ორგანიზაციის" (AIMS) მიერ არის ოფიციალურად აღიარებული .

ნახევარმარათონი და 10კმ გარბენი ორგანიზებულია მძლეოსანთა საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) წესებისა და სტანდარტების მიხედვით. ღონისძიებაში ჩართულნი იქნებიან საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ მსაჯები და მწვრთნელები.

 

დროის შეზღუდვა

ნახევარმარათონისთვის დროის შეზღუდვა განისაზღვრება - (ინფორმაცია განახლდება), რის შემდეგაც გზა გაიხსნება ავტომანქანებისთვის. თუ თქვენ ამ დრომდე ვერ მოახერხებთ ფინიშის ხაზის გადაკვეთას, გთხოვთ გადაინაცვლოთ ტროტუარებზე და უსაფრთხოების ნორმების დაცვით დაბრუნდეთ ფინიშის მონაკვეთზე.

მოთხოვნები

10კმ გარბენსა და ნახევარმარათონში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს 16 წლის ზემოთ.

მარათონის განრიგი