რეგისტრაცია
რეგისტრაცია

შესვლა

მომხმარებლის პროფილში შესვლა
პაროლის აღდგენა

არ გაქვთ მომხმარებელი ? რეგისტრაცია

რეგისტრაცია

მომხმარებლის შექმნა
პერსონალური კომპანია/გუნდი

გაქვთ მომხარებელი ?

აღდგენა

პაროლის აღდგენა

გაქვთ მომხარებელი ?

ფერადი ქალაქი - აუტიზმის ეროვნული ცენტრი

„თბილისიმარათონი“ ათი წელია „ჰანიველ ცემენტის“ ინიციატივით და ორგანიზებით იმართება. პროექტი საქველმოქმედო ხასიათისაა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება.

 

64000
გუნდები
https://www.youtube.com/watch?v=tWDbBRHTQxE


ააიპ „სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრი „მომავალი“

2023 წლის თბილისიმარათონის ბენეფიციარის – შშმ ბავშვთა დღის ცენტრის რეაბილიტაცია კასპში წარმატებით დასრულდა.

150000
გუნდები
https://www.youtube.com/watch?v=lhkE1loypBM


მარათონი 2024

2024 წელი:

  • ა(ა)იპ სპორტული კლუბი დიდუბე 2014
  • ა(ა)იპ “სარეაბილიტაციო და სოციალურია ადაპტაციის ცენტრი აისი”
  • ა(ა)იპ ახალგაზრდული სახლი


ბედიანის ბავშვთა ცენტრი

  • რიგით მესამე ნახევარმარათონზე რეგისტრაციიდან შემოსული ტრადიციულად გაორმაგებული თანხა 31 360 ლარი ბედიანის ბავშვთა ცენტრის რეკონსტრუქციას მოხმარდა.


შშმ პირთა დღის ცენტრი ქ. რუსთავში

2015 წელს „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კომპანია ჰაიდელბერგცემენტის მიერ გაორმაგებული ოდენობით ( 48 060 ლარი) ქალაქ რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციისა ცენტრის გაფართოებასა და კეთილმოწყობას მოხმარდა.



ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელა“

2016 წელს „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსულმა თანხამ 23 000 ლარი შეადგინა, რაც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ გაორმაგებული ოდენობით – 46 000 ლარი – ქალაქ თბილისში საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდა.



შშმ პირთა სოციალური საწარმო კასპში „წნული“

ააიპ "კასპის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირი" დაფუძნებულია 2015 წლის 7 აპრილს. ორგანიზაციის მთავარი სოციალური მისიაა შშმ პირთა დასაქმება და რესოციალიზაცია. კავშირის პირველი პროგრამა სხვა და სხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდა, რის შემდეგაც კასპში 30-ზე მეტ სოფელში მცხოვრებ 44 ბენეფიციარს გადაეცა მათ მოთხოვნებზე მორგებული ეტლები.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეტლების გადაცემის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები დონორი ამერიკული კონსტრუქტორებიც. შეირჩა ადგილობრივი ტრადიციული ხელსაქმე კალათების და სხვადასხვა ინტერიერის ნივთების დაწვნის შესწავლის 1 წლიანი პროგრამა.
"ჰაიდელბერგცემენტმა" თბილისიმარათონზე რეგისტრაციიდან შემოსული თანხა 2017 წელს ტრადიციულად გააორმაგა და 2 საწარმოს კეთილმოწყობას და აღჭურვას მოახმარა. წნულის და რკინის კონსტრუქციების საწარმოს პროექტებზე ოცამდე შშმ პირი დასაქმდა.



განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“

2018 წლის საქველმოქმედო ნახევარმარათონის ბენეფიციარი იყო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნავდა და უკვე 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ჰქონდა. ორგანიზაციის თბილისის დღის ცენტრს, რომელიც 2002 წლიდან ფუნქციონირებდა, საფუძვლიანი სარემონტო სამუშაოები ესაჭიროებოდა. ნახევარმარათონიდან მიღებული შემოსავალი ამ საჭიროებისთვის იქნა მიმართული, ხოლო „ჰაიდელბერგცემენტმა“ ტრადიციულად გააორმაგა ეს თანხა, რაც მნიშვნელოვანწილად დაეხმარა ცენტრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მეტ ბენეფიციარზე მომსახურების მიწოდებას.



ძეგვის თავშესაფარი

2019 წელს ჰაიდელბერგცემენტმა, როგორც თბილისიმარათონის ორგანიზატორმა და მთავარმა პარტნიორმა, კვლავ გააგრძელა სოციალური პასუხისმგებლობის ტრადიცია. მონაწილეთა რეგისტრაციიდან შემოსული თანხა ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელ მეგობრებს“ გადაეცა, ხოლო ჰაიდელბერგცემენტმა იგი ტრადიციულად გააორმაგა. ფინანსური მხარდაჭერა მიმართული იყო ძეგვის შერეული ტიპის თავშესაფრის რეკონსტრუქციის დასასრულებლად — გრანდიოზული პროექტისთვის, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდებოდა და მიზნად ისახავდა არა მხოლოდ შენობის განახლებას, არამედ ცხოვრების ღირსეული პირობების, სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო სივრცეების შექმნას. ჰაიდელბერგცემენტის მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი შეასრულა თავშესაფრის ახალ ეტაპზე გადასაყვანად — სადაც მზრუნველობამოკლებული ბავშვები, შშმ პირები, ხანდაზმულები და უსახლკარო ადამიანები სრულფასოვანი და უსაფრთხო გარემოს მიღებით შეძლებდნენ ცხოვრების გაგრძელებას.



მარათონის განრიგი