რეგისტრაცია
რეგისტრაცია ფოტოები შედეგები

შესვლა

მომხმარებლის პროფილში შესვლა
პაროლის აღდგენა

რეგისტრაცია

მომხმარებლის შექმნა
პერსონალური კომპანია/გუნდი

გაქვთ მომხარებელი ?

აღდგენა

პაროლის აღდგენა

გაქვთ მომხარებელი ?

Tbilisimarathon

2025

F.A.Q

რა ტიპის გარბენს გულისხმობს „თბილისიმარათონი“?
„თბილისიმარათონი“ მოიცავს ნახევარმარათონსა(21,097 კმ) და 10 კილომეტრიან გარბენს. სპეციალურად ბავშვებისთვის ასევე მოეწყობა 500 მ. და 1000 მ. გარბენებიც.
იქნება თუ არა დაჯილდოების ცერემონია?

დაჯილდოების ცერემონიალი 10 კმ გარბენში და ნახევარმარათონში საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეთათვიწ დაიწყება ღონისძიების დასრულების შემდგომ. დეტალური ინფორმაცია განახლდება მალე.

როგორ შემიძლია დავრეგისტრირდე?

თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებ-გვერდზე. რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ.

შესაძლებელია რომ ღონისძიების დღეს დავრეგისტრირდე?

ღონისძიების დღეს რეგისტრაციის გავლა არ იქნება შესაძლებელი. რაოდენობრივი ლიმიტის ამოწურვისას სარეგისტრაციო ბმული ავტომატურად იხურება.

* 10 კილომეტრიანი გარბენი - 2000 ადგილი

* ნახევარმარათონი - 1000 ადგილი

რა არის რეგისტრაციის საფასური და როგორ ხდება გადახდა?

რეგისტრაციის საფასური:

10 კმ გარბენი 40 ლარი;

* ნახევარმარათონი (21.1.კმ) 50 ლარი.

 

საბავშვო გარბენზე დარეგისტრირება უფასოა.დარეგისტრირება შესაძლებელია ონლაინ ჩვენს ვებგვერდზე. თანხის გადახდა შესაძლებელია ელექტრონულად (Visa/ mastercard ბარათებით) რეგისტრაციის დროს.

როგორ იზომება დრო, რაც ფინიშის ხაზის გადასაკვეთად დამჭირდა?
თქვენს პირად მაჩვენებელს აფიქსირებს სპეციალური ელექტრონული ტრანსპონდერი, რომელიც თქვენს ნომერზე იქნება მიმაგრებული. გთხოვთ, ნუ დააზიანებთ ტრანსპონდერს.
სად შემიძლია შევინახო პირადი ნივთები?

გარბენის დღეს პირადი ნივთები, ტანსაცმელი ან სპორტული ჩანთა შეგიძლიათ ჩააბაროთ თბილისიმარათონის სპეციალურ სივრცეებში (წინასწარ გამოცხადებულ) დროის შუალედში. გთხოვთ, სპეციალური სამაგრი, რომელიც თქვენს საასპარეზო ნომერთან ერთად მიიღეთ, მიამაგროთ თქვენს ჩანთას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ნივთები იქნება სათანადოდ დაცული, ორგანიზატორი პასუხისმგებელი არ არის ნივთების უსაფრთხოებაზე.

ვის შემიძლია მივმართო რაიმეს დაკარგვის შემთხვევაში?

თუ თქვენ დაკარგავთ ან იპოვით რამეს, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს საინფორმაციო პუნქტებს.

დაჯილდოვდება თუ არა ფინიშის ხაზის გადამკვეთი მედლით და სერტიფიკატით?

თქვენ დაჯილდოვდებით სპეციალური მედლითა და თქვენი პირადი სერთიფიკატით, მას შემდეგ რაც გადაკვეთთ ფინიშის ხაზს. სერტიფიკატი თქვენი პირადი მონაცემებით შეგიძლიათ ამობეჭდოთ თბილისიმარათონის ოფიციალურ საიტზე შედეგებთან ერთად.

თუ ჩემი გარბენის შედეგი არასწორია, რა შემიძლია გავაკეთო?

თუ თქვენ თვლით, რომ შედეგი არასწორია, გთხოვთ, მიმართოთ ჩვენს საინფორმაციო პუნქტს ან შეგვატყობინოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ჩვენი გუნდი გადაამოწმებს და იზრუნებს მონაცემთა სისწორეზე.

რა მოხდება თუ ვერ შევძლებ სირბილს?

სარბენ ბილიკზე იმოძრავებს მორბენლების დასახმარებლად სპეციალური მანქანა. თუ თავს შეუძლოთ იგრძნობთ, სასწრაფო დახმარების მანქანა უზრუნველყოფს თქვენს სამედიცინო მომსახურებას და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარში გადაყვანას. რეგისტრაციაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.

იქნება თუ არა პუნქტები შესვენებისთვის სარბენ ბილიკზე?

სარბენ ბილიკზე იქნება პუნქტები შესვენებისთვის შემდეგ ადგილებზე: 10კმ სარბენ ბილიკზე:  4.6 კმ-ზე. ნახევარმარათონის ბილიკზე: 4.6 კმ-ზე,  10.5კმ-ზე  და მეორე წრეზე15 კმ-ზე.

როდის და სად შემიძლია ვნახო შედეგები?

შედეგები გამოქვეყნდება თბილისიმარათონის ოფიციალურ გვერდზე, ღონისძიების დასრულებისთანავე. თქვენ შეძლებთ ამობეჭდოთ თქვენი პირადი სერტიფიკატი.

რა მოხდება თუ ღონისძიების დღეს თავს შეუძლოთ ვიგრძნობ?

ღონისძიების დღეს თუ თავს შეუძლოთ იგრძნობთ გირჩევთ თავი შეიკავოთ ფიზიკური აქტივობისგან. თქვენი სარბენი ნომერი გაუქმდება, რეგისტრაციის საფასურის ანაზღაურება არ მოხდება.

რა მოხდება თუ ღონისძიებაზე მოსვლას დავაგვიანებ?

თუ თქვენ ვერ აიღებთ თქვენს სარბენ დოკუმენტაციას დროულად, სარბენი ნომერი გაუქმდება. რეგისტრაციის საფასური არ ანაზღაურდება. გთხოვთ დროულად გამოცხადეთ ღონისძიებაზე.

სად არის სარბენი ბილიკი?

სარბენი გზა განთავსებულია თბილისის ცენტრში. მარშრუტის სანახავად გადადით ინფრომაციის გვერდზე.

შესაძლებელია თუ არა ვირბინო 10 კმ გარბენი ნახევარმარათონში რეგისტრაციის შემდეგ?

თუკი თქვენ დარეგისტრირდით ნახევარმარათონზე, თუმცა გაირბინეთ მხოლოდ 10 კმ, თქვენი შედეგი არ იქნება ასახული 10 კმ გარბენის ფინიშერთა სიაში. ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის საფასურის სხვაობა არ ანაზღაურდება.

სად განთავსდება სტარტი და ფინიში და როდის დაიწყება ღონისძიება?

სტარტი და ფინიში განთავსებულია რესპუბლიკის მოედანზე. გარბენის დაწყების დრო - 08:00 საათი

შესაძლებელია თუ არა მივიღო მონაწილეობა სავარჯიშო პროგრამაში, რომ მოვემზადო ღონისძიებისათვის?

სავარჯიშო პროგრამის გადმოსაწერად გადადით გვერდზე "სავარჯიშო პროგრამები".

მოხდება თუ არა დანაყოფების განსაზღვრა სირბილის დროს?

დანაყოფები განსაზღვრულია ორივე შემთხვევაში, როგორც 10 კმ-იანი გარბენის ასევე ნახევარმარათონისთვის. გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ბლოკი.

მივიღებ თუ არა შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების თაობაზე?

დიახ, თქვენ მიიღებთ დასტურს რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში როგორც ელექტრონული ფოსტის ასევე რეგისტრაციის ველში მითითებულ (მხოლოდ ქართულ) მობილურ ნომერზე.

შესაძლებელია თუ არა პირადი მონაცემების შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ?

შესაძლებელია რომ რეგისტრაციის შემდეგ შეიცვალოს თქვენი მონაცემები (მაგრამ არა არჩეული სარბენი დისტანცია). ამისათვის მიმართეთ ჩვენს საინფორმაციო პუნქტებს ან შეგვეხმიანეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით სასურველი ინფორმაციის შეცვლის თაობაზე.

სად შემიძლია მანქანის პარკირება?

სასურველია, მარათონის დღეს ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მანქანის გასაჩერებელი ადგილი გამოყოფილია სტარტან და ფინიშთან ახლოს მდებარე ქუჩებზე. გაითვალისწინეთ, რომ მარათონის დღეს ქუჩები იქნება გადაკეტილი და შეზღუდული იქნება ავტომობილით გადაადგილება.

რა მოხდება თუ ღონისძიება გადაიდო ან გაუქმდა ?
წლევანდელი თბილისიმარათონისათვის სამზადისი დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით იმის რისკი, რომ პანდემიის მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში ღონისძიება არ შედგეს რა თქმა უნდა მაინც არსებობს. სწორედ ამიტომ, სრული გამჭვირვალობისთვის, გვინდა წინასწარ მოგაწოდოთ ინფორმაცია და გთხოვოთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თბილისიმარათონის გაუქმების შემთხვევაში რეგისტრაციის თანხის დაბრუნება არ მოხდება და შემოსული თანხა ავტომატურად სრულად გადაეცემა ბენეფიციარს.
შესაძლებელია/დაშვებულია თუ არა გაცვლა ან სარბენი ნომრის მიცემა სხვა ადამიანისთვის, თუ მე აღარ მსურს მონაწილეობა?

დაუშვებელია ვინმესთვის თქვენი სარბენი (Bib) ნომრის გადაცემა, მაგრამ თუ თქვენ მაინც გააკეთებთ ამას, გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზატორების მიერ ასეთი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი დისკვალიფიცირებული იქნებიან ღონისძიებიდან, მაშინაც კი, თუ დაიკავებენ საპრიზო ადგილს, ასევე, გამარჯვების შემთხვევაშიც, ვერ მიიღებენ რამე სახის პრიზს.

სად მოხდება სარბენი ნომრების, მაისურებისა და ჩანთების გაცემა?

ინფორმაცია განახლდება.

მარათონის განრიგი