რეგისტრაცია
რეგისტრაცია

შესვლა

მომხმარებლის პროფილში შესვლა
პაროლის აღდგენა

არ გაქვთ მომხმარებელი ? რეგისტრაცია

რეგისტრაცია

მომხმარებლის შექმნა
პერსონალური კომპანია/გუნდი

გაქვთ მომხარებელი ?

აღდგენა

პაროლის აღდგენა

გაქვთ მომხარებელი ?

რუკა

Tbilisimarathon

2025
რუკაზე ნახვა

მნიშვნელოვანია:

სტარტი და ფინიში განთავსებულია თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე.
მარშრუტი მონიშნულია მწვანე ზოლით. აღნიშნული ბილიკის დატოვება და მარშრუტის რაიმე სახით შემოკლება გამოიწვევს მონაწილეთა დისკვალიფიკაციას.
თქვენი პირადი დრო/შედეგები გაიზომება AIMS სტანდარტების შესაბამისი სპეციალური ტრანსპონდერის (RFID) სისტემის მეშვეობით. თქვენი პირადი ტრანსპონდერი/ჩიპი მოთავსებულია თქვენს საასპარეზო ნომერში.

 

ჩვენ ვეცადეთ, რომ მარშრუტი ყოფილიყო მაქსიმალურად სწორი ზედაპირის. სტარტი და ფინიში ერთსა და იმავე ადგილასაა განთავსებული. სარბენი ბილიკის უმაღლეს და ყველაზე დაბალ წერტილებს შორის განსხავება 55 მეტრია (სტარტი/ფინიში - ზღვის დონიდან კურსის ყველაზე მაღალი წერტილია და 449 მეტრზეა, ხოლო ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან - 394 მეტრზე). მარშრუტის ძირითადი ნაწილი მოასფალტებულია. 10 კმ გარბენის მონაწილეებს 800 მეტრი ქვაფენილით დაფარული ბილიკის გავლა მოუწევთ, ხოლო ნახევარმარათონის მონაწილეებმა ეს მონაკვეთი 2ჯერ უნდა დაფარონ.

ღონისძიების დღეს სავარაუდო ტემპერატურა იქნება 10°C - 22°C შუალედში. (წყარო: ვიკიპედია, თბილისი)

ნახევარმარათონისთვის განკუთვნილი დროის განმავლობაში (დრო მალე განახლდება) სარბენი მარშრუტი ავტომობილებისგან სრულიად თავისუფალი იქნება.

სარბენ ბილიკზე თითოეული კილომეტრი გარკვევით იქნება აღნიშნული.

 

პუნქტები შესვენებისთვის:
 

10 კმ გარბენი - 4.4 კმ და ფინიშის მიმდებარე ტერიტორია

ნახევარმარათონი: 4.4 კმ, 10.5 კმ და ფინიშის ტერიტორია
 

აღნიშნულ პუნქტებზე იქნება სასმელი წყალი და დაჭრილი ბანანი.

სამედიცინო პუნქტები განთავსებული იქნება სტარტთან და ფინიშთან და ტრასაზეც
დასასვენებელ პუნქტებზე იქნება სასმელი წყალი და დაჭრილი ბანანი
ყველა მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს ორგანიზატორებისა და პოლიციის შენიშვნები.

ასევე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ:

GPRS - 21კმ
GPRS - 10კმ
თბილისიმარათონის რუკა

გთხოვთ გაითვალისწინოთ: 1

მონაწილეებისთვის ველოსიპედიანი გამცილებელთა დახმარება დაუშვებელია. დაუშვებელია, ასევე, ისეთი სახის სპორტული აღჭურვილობის გამოყენება, როგორიცაა სკეიტი, ველოსიპედი, გორგოლაჭები და სხვ. შინაური ცხოველების თანხლებით ასპარეზობა დაუშვებელია. სარბენ ბილიკზე ყოფნა საბავშვო ეტლების თანხლებით დაუშვებელია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: 2

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) საერთაშორისო საკონკურსო წესების მიხედვით, ყურსასმენების გამოყენება გარბენზე ასპარეზობისას დაუშვებელია. ჩვენი, როგორც ღონისძიების ორგანიზატორთა პოზიცია შემდეგია: ყურსასმენების გამოყენების შესახებ მონაწილე თავად იღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისად მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული შესაძლო რისკზე. ორგანიზატორი მონაწილეებს ურჩევს, ნუ გამოიყენებენ ყურსასმენებს მათივე უსაფრთხოებისთვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: 3

მონაწილეებისთვის ველოსიპედიანი გამცილებელთა დახმარება დაუშვებელია. დაუშვებელია, ასევე, ისეთი სახის სპორტული აღჭურვილობის გამოყენება, როგორიცაა სკეიტი, ველოსიპედი, გორგოლაჭები და სხვ. შინაური ცხოველების თანხლებით ასპარეზობა დაუშვებელია. სარბენ ბილიკზე ყოფნა საბავშვო ეტლების თანხლებით დაუშვებელია.
მარათონის განრიგი