ათენის მარათონის 2 საგზური თბილისიმარათონის იღბლიან მონაწილეებს!
Embassy of Greece in Georgia - საბერძნეთის საელჩო თბილისიმარათონის მონაწილეებს შორის ათენის მარათონის 2 საგზურს გაათამაშებს. ბილეთები გათამაშდება ღონისძიების დღეს შემთხვევითობის პრინციპით პირველ 100 მონაწილეს შორის, რომლებიც გადაკვეთენ ფინიშის ხაზს.
პრიზი მოიცავს: ავიაბილეთებს (თბილისი - ათენი - თბილისი) 5-დღიან საცხოვრებელს Legend Travel-ის დაფინანსებით, უფასო რეგისტრაციას/მონაწილეობას ათენის მარათონში, უფასო ბილეთს აკროპოლისის მუზეუმის მოსანახულებლად, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთს, ათენის მარათონის სამახსოვრო მედალს და ყოველდღიური ხარჯების უზრუნველყოფას.
2025 წლის თბილისიმარათონის საპრიზო კატეგორიები:
ყველა მონაწილე, რომელიც გადაკვეთს ფინიშის ხაზს მიიღებს სპეციალურ მედალს.
გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია დაიწყება 12:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე.
ნახევარმარათონი კაცები/ქალები | |
1 ადგილი | 2500 ₾ |
2 ადგილი | 2000 ₾ |
3 ადგილი | 1500 ₾ |
10 კმ. გარბენი კაცები/ქალები | |
1 ადგილი | სპონსორების პრიზები |
2 ადგილი | სპონსორების პრიზები |
3 ადგილი | სპონსორების პრიზები |
ნახევარმარათონი მასტერკლასი (40+) კაცები/ქალები | |
1 ადგილი | სპონსორების პრიზები |
2 ადგილი | სპონსორების პრიზები |
3 ადგილი | სპონსორების პრიზები |
10 კმ. გარბენი მასტერკლასი (40+) კაცები/ქალები | |
1 ადგილი | სპონსორების პრიზები |
2 ადგილი | სპონსორების პრიზები |
3 ადგილი | სპონსორების პრიზები |
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თუ თქვენ დარეგისტრირდით ნახევარმარათონზე, თუმცა გაირბინეთ მხოლოდ 10 კმ, თქვენი შედეგი არ იქნება ასახული 10კმ გარბენის ფინიშერთა სიაში. ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის საფასურის სხვაობა არ ანაზღაურდება.
გისურვებთ წარმატებებს!