2015 წელს 4 წლიანი ისტორიის მქონე თბილისიმარათონი უკვე გახდა საერთაშორისო ყოველწლიური სპორტული ღონისძიება და ამავდროულად ძალიან წარმატებული სოციალური პროექტი.
რიგით მე-4 თბილისიმარათონი 2015 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა. პოპულარობის ზრდასთან ერთად თბილისიმარათონმა გაცილებით დიდ მასშტაბებს მიაღწია და ის თბილისი ზღვის ტერიტორიიდან უკვე ქალაქის ქუჩებში გადმოინაცვლა. ღონისძიების ახალმა ფორმატმა გაცილებით მეტი სპონსორის და ტურისტის მოიზიდვა მოახერხა. გარბენის მარშრუტი 2015 წლიდან მოიცავს თბილისის ძირითად ქუჩებსა და ღირსშესანიშნაობებს, რაც თავისთავად გულისხმობს ქალაქის პოპულარიზაციას ტურისტული თვალსაზრისით.
„თბილისიმარათონი“ მსოფლიოში აპრობირებული წესებით ტარდება: გამოიყენება გერმანული კომპანიის Mika Timing სისტემა „Official Timekeeping and Data Processing”, რომელიც გამოცდილია შტუდგარდის, ფრანქკფურტის, ჰამბრუგისა და ბერლინის მარათონებზე. ნახევარმარათონის შედეგებიც სწორედ ამ სისტემით ითვლება, რაც ღონისძიების სამართლიანად ჩატარებას უზრუნველყობს.
ღონისძიება თბილისის მერიის, გერმანიის საელჩოსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ტარდება.
ქ. რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის ცენტრი