რეგისტრაცია
რეგისტრაცია ფოტოები შედეგები

შესვლა

მომხმარებლის პროფილში შესვლა
პაროლის აღდგენა

რეგისტრაცია

მომხმარებლის შექმნა
პერსონალური კომპანია/გუნდი

გაქვთ მომხარებელი ?

აღდგენა

პაროლის აღდგენა

გაქვთ მომხარებელი ?

22 / ოქტომბერს
Tbilisimarathon
2017
ჩატარებული ღონისძიებები
Valentyna Poltavska
David Kharazishvili
Sarah Fountain
Moradi Mohammadjafar
Anna Yusupova
Artem Kuftyrev
ნახევარმარათონის გამარჯვებულები
Tinatin Papuashvili
Andrey Strizhakov
Ekaterina Dibrova
Saba Khvichava
Alsu Matshina
Davit Abesadze
10 კმ გარბენის გამარჯვებულები
ნახევარმარათონის გამარჯვებულები
1
Valentyna Poltavska
David Kharazishvili
2
Sarah Fountain
Moradi Mohammadjafar
3
Anna Yusupova
Artem Kuftyrev
10 კმ გარბენის გამარჯვებულები
1
Tinatin Papuashvili
Andrey Strizhakov
2
Ekaterina Dibrova
Saba Khvichava
3
Alsu Matshina
Davit Abesadze

რიგით მეექვსე ნახევარმარათონში ჯამში 51 ქვეყნის 2258 მონაწილე ჩაერთო. 

ფინიშის ხაზი კი 1195-მა მორბენალმა გადაკვეთა. რეგისტრაციიდან შემოსულმა თანხამ 31 435 ლარი შეადგინა, რაც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ გაორმაგებული ოდენობით - ქალაქ კასპში „კასპის შშმ პირთა კავშრის“ სოციალური საწარმოს მოწყობას მოხმარდა. შესაბამისად „თბილისიმარათონზე“ თითოეული დარეგისტრირებული პირი ქველმოქმედების მონაწილე გახლდათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიებით უაღრესად კმაყოფილი დარჩნენ როგორც მონაწილეები, ასევე უცხოელი სტუმრები, გულშემატკივრები და „თბილისიმარათონში“ ჩართული ყველა კომპანია თუ სახელმწიფო უწყება. ეს იყო ძალიან კარგად ორგანიზებული ღონისძიება, რაშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.

 „თბილისიმარათონი“ მსოფლიოში აპრობირებული წესებით ჩატარდა:  გამოიყენება გერმანული კომპანიის Mika Timing სისტემა „Official Timekeeping and Data Processing”, რომელიც გამოცდილია შტუდგარდის, ფრანქკფურტის, ჰამბრუგისა და ბერლინის მარათონებზე. ნახევარმარათონის შედეგებიც სწორედ ამ სისტემით ითვლება, რაც ღონისძიების სამართლიანად ჩატარებას უზრუნველყობს.

თბილისიმარათონი 2017

თბილისიმარათონის 2017 წლის ბენეფიციარი "კასპის შშმ პირთა კავშირი" გახდა.

ააიპ "კასპის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირი" დაფუძნებულია 2015 წლის 7 აპრილს. ორგანიზაციის მთავარი სოციალური მისია არის შშმ პირთა დასაქმება და რესოციალიზაცია.
დაფუძნებიდან ძალიან მალე ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით განახორციელა აღწერა, რომლის მიზანი შშმ პირთა ერთიანი მონაცემეთა ბაზის შეაგროვება გახლდათ. ამის შემდეგ დადგინა საჭიროებები და შეიქმნა განვითარების გრძელვადიანი გეგმა.
კავშირის პირველი პროგრამა სხვა და სხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდა, რის შემდეგაც კასპში 30-ზე მეტ სოფელში მცხოვრებ 44 ბენეფიციარს გადაეცა მათ მოთხოვნებზე მორგებული ეტლები.
◾აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეტლების გადაცემის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები დონორი ამერიკული ორგანიზაციის კონსტრუქტორებიც. კასპის შშმ პირთა კავშირის მიერ ჩატარებურებულმა სამუშაომ უმაღლესი შეფასება მიიღო რის შემდეგაც მოპოვებული იქნა ნდობა და სამომავლო პარტნიორობის გარანტია.
◾შემდეგი ეტაპი სოციალური საწარმოების განვითარება გახდა. შეირჩა ადგილობრივი ტრადიციული ხელსაქმე - კალათების და სხვადასხვა ინტერიერის ნივთების დაწვნის შესწავლის 1 წლიანი პროგრამა.
პროგრამის საბოლოო დამუშავების შემდეგ კავშირმა მონაწილეობა მიიღო ფონდ „სიცოცხლის ხის“ და ფინეთის ფონდ „abilisi“-ის საგრანტო კონკურსებში, სადაც პროგრამა დაფინანსდა.
დაფინანსების შემდეგ შეირჩა შენობა და მოხდა მისი სრულად გადაკეთება და ადაპტირება -

◾მიმდინარე პროექტებზე მუშაობისას დაიბადა რკინის კონსტრუქციების საწარმოს შექმნის იდეაც, რომლის მოსაწყობადაც შესაბამისი დანადგარების შეძენა “LDS Charities” დახმარებით მოხდება. საწარმოს დაპროექტების და განვითარების გეგმაში, რემელსაც სხვა და სხვა სახის რკინის კონსტრუქციებთან ერთად ასევე შშმ პირთა დამხმარე საშუალებები და ლიფტები წარმოების რესურსიც გააჩნია "ჰაიდელბერგცემენტიც" ატიურად არის ჩართული.
◾"ჰაიდელბერგცემენტი" თბილისიმარათონზე რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას წელსაც ტრადიციულად გაორმაგდებს და სწორედ ამ 2 საწარმოს კეთილმოწყობას და აღჭურვას მოახმარს.
წნულის და რკინის კონსტრუქციების საწარმოს პროექტებზე ოცამდე შშმ პირი დასაქმდება.

2258
მონაწილეები
120
გუნდები
31435
შემოსული თანხა
მარათონის განრიგი